ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საგანგებო თათბირზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხდა.

მისი ინფორმაციით, ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც პროკურატურას საშუალებას მისცემს, ობიექტურად დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.

”2015 წლის 17 ივნისს, ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში ვეფხვი თავს დაესხა ოთარ ცუხიშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის დასადგენად, რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რის შედეგადაც დადგა ზემოაღნიშნული მძიმე შედეგი, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”,-ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმცაიაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს