ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტეტანუსის აცრა თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

"პრევენციული ღონისძიებები ორ ნაწილად იყოფა, პირველი იმ რისკების მინიმუმადე დაყვანაა, რომელმაც შეიძლება ინფექციის გადაცემა ან საწარმოო ტრავმა გამოწვიოს. ეს რისკები პრაქტიკულად ნულთან ახლოსაა ჩამოყვანილი, რადგან მოხალისეები სამუშაოდ ისეთ არელაში გადანაწილდა, სადაც რისკი დაბალია. რაც შეეხება პრევენციის მეორე მიმართულებას, ეს არის ვაქცინაცია. ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა", - განაცხადა დაბით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი წყლის მკაცრი კონტროლი, რისი დაბინძურების არც ერთი შემთხვევა ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ არის.

"მთელი ამ დღეების განმავლობაში, როგორც თბილწყალკანალის, ისე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად გაკონტროლებული იყო სასმელი წყლის ხარისხი. საბედნიეროდ, წყლის დაბინძურების არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება