biletebi.ge გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

biletebi.ge–ს ადმინისტრაცია გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

როგორც biletebi.ge-ს "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც ეძებენ ალტერნატიულ გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გულშემატკივრების მიერ ბილეთების შეძენა.

"ველოდებით UEFA-ს გადაწყვეტილებას და მითითებებს, რის შესახებაც დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მომხმარებლების უპრეცედენტოდ დიდი ნაკადი დაფიქსირდა ჩვენს სერვერულ მოწყობილობებზე, რისი განახლების შემდეგაც ვერ მოხერხდა მომსახურების გაწევა.

ასევე გაცნობებთ, რომ დამატებით ბილეთების გაყიდვა არ მომხდარა, ყველა ბილეთი ინახება სისტემაში.

biletebi.ge თავის მხრივ ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს და არ გაურბის პასუხისმგებლობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში უეფას სუპერთასის მიმდინარე წლის 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ერთმანეთს 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში