Express Bank-ი მომხმარებელს Express Card-ზე ახალ ფუნქციას სთავაზობს

Express Bank-ი მომხმარებელს Express Card-ზე სრულიად ახალ ფუნქციას - საკრედიტო ლიმიტს სთავაზობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ბანკიდან აცნობეს , მომხმარებელს Express Card-ზე საკუთარი თანხების განთავსებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვს ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით ან Express განვადებით ისარგებლოს.

მათივე ინფორმაციით, Express Card-ზე საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების შემთხვევაში, 55 დღეში თანხის უკან დაბრუნებისას მომხმარებელი პროცენტს არ გადაიხდის. Express Card-ზე დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

"Express Card-ზე განვადების დამტკიცებისას მომხმარებელი, ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად, შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას. Express განვადებით სარგებლობა მარტივია. მომხმარებელს პირდაპირ Express Card-ზე დაუმტკიცდება Express განვადება. ამის შემდეგ, მომხმარებელი მივა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც შესაძლებელი იქნება Express განვადებით სარგებლობა და სასურველი ნივთის არჩევის შემდეგ, ანგარიშსწორებას მარტივად, საკუთარი Express Card-ით მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ Express Card-ით ყოველი გადახდისას, მომხმარებელი აგროვებს Express ბონუს ქულებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია უფასო მგზავრობაზე, მობილურის ბალანსზე, კომუნალურ და სხვა მომსახურებაზე. 31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს უფასოდ, გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა საჩუქრად. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს", - აცხადებენ ბანკში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით