სუპერთასის ბილეთები "მიხეილ მესხის" სალაროებში გაიყიდება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. sportall.ge-ს ინფორმაციით, "ბარსელონა-სევილიას" მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.

ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იმის გამო გაიყიდება, რომ "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.

უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით, ბილეთები დაბეჭდილი სახით სწორედ ამიტომ გაიყიდება.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ