ფოთის თეატრში სპექტაკლის "ჩარეცხილები" ჩვენება გაიმართა

ფოთის თეატრში პრემიერა შედგა. სლავომირ მროჟეკის "ემიგრანტების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ჩარეცხილები" პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის რეჟისორობით დაიდგა. მასში მსახიობები რამაზ იოსელიანი და გიორგი სურმავა არიან დაკავებულნი. სცენოგრაფი კი თამარ ოხიკიანია. სპექტაკლი ინტელიგენტ და გლეხ ემიგრანტზეა, რომლებსაც თავინთი ცხოვრება აქვთ, მიზანი კი ერთი, სამშობლოში დაბრუნება.

სპექტაკლი მასზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებით, თეატრის სარდაფში გათამაშდა. პოლონელი რეჟისორისთვის ეს რიგით მეორე პროექტია ფოთის სცენაზე. გასულ სეზონზე მან ვესლავ მისლევსკის "ჩემს ბაღში ომია" დადგა.

დღევანდელმა პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. საპრემიერო ჩვენება ორ დღეს გასტანს.

InterPressNews.Ge

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება