"ბარიგა" ზვიად სიჭინავამ ხალხის ფულები შეჭამა, - ამის შესახებ "თავისუფალი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა. ლადო სადღობელაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და სამ ძირითად პუნქტს გამოყოფს. ლადო სადღობელაშვილის თქმით, ზვიად სიჭინავამ დააბნია მოსახლეობა, როდესაც განაცხადა, რომ არ იქნებოდა ბილეთების გაყიდვის დროს ე.წ. სიები. მისივე თქმით, ორგანიზატორები, რომლებიც უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ორგანიზებას ახორციელებდნენ ფეხბურთის ფედერაციას ექვემდებარებოდნენ. სადღობელაშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზატორები სწორედ სიჭინავას ახლობლები იყვნენ.
როგორც სადღობელაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. სტიუარდები 50 კაციან ჯგუფებში ჩასასმელად რიგში მდგომ პირებთან გარიგებაში შედიოდნენ და სთხოვდნენ 4 ბილეთიდან ერთი საკუთარ ფასში მიეყიდათ სწორედ მათთვის. სადღობელაშვილი ინტერესდება, თუ სად მიდიოდა აღნიშნული პირების მიერ შეძენილი 50 ბილეთი.
ლადო სადღობელაშვილის თქმით, საჭიროა ასევე გაირკვეს, თუ რატომ მოხდა სახელმწიფოს მიერ "თანხების დახარჯვა სპეკულიანტ სიჭინავას" გამო და რატომ არ მოხდა ფედერაციის მიერ დაქირავება კერძო დაცვის კომპანიის.
"მაინტერესებს რატომ დაიხარჯა თანხები სახელმწიფოს მხრიდან სპეკულიანტ სიჭინავას გამო და რატომ დაიხარჯა სახელმწიფოს ფული სპეცრაზმის თანამშრომლების მისაყვანად იქ. რატომ არ დაიქირავა ფეხბურთის ფედერაციამ კერძო კომპანია უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა სადღობელაშვილმა.
"თავისუფალი თაობის" ლიდერი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდეს ასევე იმ სტიუარდების საქმიანობითაც, რომლებიც რიგში მდგომ პირებს ე.წ. სიებში ბილეთის სანაცვლოდ სვამდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"