საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე ასპარეზობა წამატებით დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციიდან აცნობეს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და ევროპის მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადავიდა.
გადამწყვეტი თამაში ესტონეთის ნაკრებთან შედგა. სანდრო მეტრეველმა ესტონელი მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტი თამაში სამ სეტში 3-6 6-2 6-4 მოიგო.
ფედერაციის განცხადებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ჩოგბურთელი: ნიკოლოზ ბასილაშილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე ასპარეზობდნენ. ნაკრების მწვრთნელი ვოვა გაბრიჩიძეა.
ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, მალტის და ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"