"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა. ღონისძიება სასტუმრო "რედისონში" მოეწყო. გათამაშებას "ვითიბი ბანკის", რაგბის ფედერაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავარი პრიზის მფლობელები ნინო გელაშვილი და სალომე შატაკიშვილი გახდნენ. გამარჯვებულები 2 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველო - ახალი ზელანდიის მატჩს დაესწრებიან.
როგორც "ვითიბი ბანკის" ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ვითიბი ბანკი" რამდენიმე სპორტული ფედერაციის გენერალური სპორნსორი და ბევრი საკლუბო სპორტის სპონსორია.
"საქართველოს ნაკრები მონაწილეობს მსოფლიო თასის გათამაშებაში. გვინდა ორ ადამიანს მივულოცოთ გამარჯვება, რომლებმაც "ვითიბი ბანკის" გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და საგზური მოიგეს. ისინი დაესწრებიან თამაშს, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრები. თამაში ინგლისში, ქალაქ კარდიფში, 2 ოქტომბერს გაიმართება. ციკლი საკმაოდ საინტერესოა, მოვუწოდებ ყველას, უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს, როგორც ჩვენ ვგულშემატკივრობთ. მთელი საქართველი გვერდში ვედგებით ამ პერიოდში ჩვენს ნაკრებს", - აღნიშნა გიორგი ბარკალაიამ.
"ვითიბი ბანკი" რაგბის საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. 1-ლი აპრილიდან "ვითიბი ბანკის" Rugby Card -ის ან ნებისმიერი სხვა ბარათის მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში. ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20 ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, ერთ ბილეთს იღებდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"