ერაყში ძლიერი სიცხის გამო ოთხდღიანი უქმეები გამოაცხადეს. "ბიბისის" ცნობით, ქვეყანაში კვირის ბოლომდე ტემპერატურა 50 გრადუსს გადააჭარბებს.
ერაყის მთავრობამ, სიცხის გამო, დასვენება 16 ივლისსაც გამოაცხადა. მაშინ ყველა სამსახურმა, ბანკებისა და სამართალდამცავი უწყებების გარდა, მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა.
ამასთან, ერაყში სამთავრობო ძალებსა და "ისლამური სახელმწიფოს" შორის დაპირისპირების გამო ვითარება დაძაბულია. ექსტრემისტებს ქვეყნის დიდი ნაწილი აქვთ დაკავებული და პერიოდულად თავდასხმებს ახორციელებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"