თინა ხიდაშელი - დიდგორის ომი არის ერთადერთი ომი, რომლითაც ჩვენ ომების ისტორია გვიცნობს

დიდგორის ომი არის ერთადერთი ომი, რომლითაც ჩვენ ომების ისტორია გვიცნობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დიდგორი 9 საუკუნეა გვაძლიერებს. 9 საუკუნეა იმედს გვაძლევს, რომ ეს ქვეყანა მუდმივად იქნება გამარჯვებული, მუდმივად იქნება დიდგორის ღირსი, დიდგორის ღორსების მატარებელი. 9 საუკუნეა ჩვენ ყველანი აქ ამ მიწაზე - საქართველოს მიწაზე ვამტკიცებთ, რომ დავით აღმაშენებლის ღირსი ქვეყანა ვართ, რომ ყველა გასაჭირს, ყველა პრობლემას, ყველა გამოწვევას ზუსტად ისეთი სიბრძნით, სიდიადით, ისეთი ჭკუით, მოხერხებით დავამარცხებთ, როგორც ამას დავით აღმაშენებლი ახერხებდა", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, დავით აღმაშენებლი დიდი მეფე მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ დიდგორის ომი მოიგო, არამედ მან კიდევ ბევრი დიდი თუ პატარა ომები მოიგო.

"ის ბრძენი მეფე იყო და სწორედ ეს სიბრძნე იყო, რაც მაშინ ქართულ სახელმწიფოს აძლიერებდა, რამაც შეგვაძლებინა დიდგორი და შეგვაძლებინა, რომ ეს პატარა ქვეყანა - ევროპის განაპირას შესულიყო მსოფლიო ისტორიაში სწორედ დიდგორის ომით. დიდგორის ომი არის ერთადერთი ომი, რომლითაც ჩვენ ომების ისტორია გვიცნობს, სწორედ დავით აღმაშენებლის სიბრძნემ ეს შეგვაძლებინა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დავით აღმაშენებლის გზაზე, მისი სიბრძნით გვევლოს, იმ სიბრძნითა და სიდიადით გვეტარებინოს დიდგორის ტვირთი, ქართველობის ტვირთი და ასე ვემსახუროთ საქართველოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას