გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს და მას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები თამარ ბერუჩაშვილი და თინა ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, გარდა ამისა საგარეო ურთიერთობებისა და ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან.

"ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. განსახილველი საკითხები კი ძალიან ფართო – დაწყებული უსაფრთხოების სთემებით, დამთავრებული იმ დემოკრატიული რეფორმებითა და საშინაო დავალებით, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. თავისთავად ცხადია, ასევე მოხდება აზრთა გაზიარება ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება იმ ცენტრსაც, რომელიც დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივად გახსნეს და რომელიც უელსის სამიტიდან ჩვენს მიერ წამოღებული კონკრეტული შედეგია. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას", - განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში MAP-ის მიღების გარეშეც გაწევრიანდეს, ფხალაძის განმარტებით, მთავარია თანამშრომლობის შინაარსი და არა გარეგნული ფორმა.

"ყველაზე მთავარი არის ჩვენი თანამშრომლობის შინაარსი და არა გარეგნული ფორმა. უელსის სამიტზე გაჟღერდა გზავნილი, რომ მეტი ნატო უნდა იყოს საქართველოში, საქართველო კი უფრო მეტად ნატოში, რაც ნიშნავს აქცენტის გადატანას შინაარსსა და ჩართულობაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ მივაღწევთ შინაარსობრივად ჩართულობას, გარეგნული ფორმა დამერწმუნეთ, რომ მოინახება", - აღნიშნა ფხალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია