დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატო-ს გენმდივანს, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატო-ში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატო-ს გენერალურ მდივანს, როდესაც მან ბრძანა, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატო-ში. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, იმ ტიპის თანამშრომლობა, რისი ერთ-ერთი მაგალითი დღეს ვიხილეთ, ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიზნისკენ.

"ეს მიზანი ჩვენ გვაქვს, ეს მიზანი უფრო და უფრო ახლოვდება და ამ პროცესში ჩვენ ვძლიერდებით, რადგან ჩვენთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების თემებზე, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ფიქრობენ, მსჯელობენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, თავად ნატო, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის მსოფლიო მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია. ისე, რომ ეს ცენტრი არ არის უბრალო მოვლენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა, ვინაიდან, როგორც უკვე გითხარით, ამ ცენტრის მეშვეობით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

ამასობაში წევრობამდე გზა ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი მსოფლიოში იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვანი წევრი გახდეს ნატოსი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით იმისთვის, რომ თუ ვინმე სკეპტიკოსი, სადმე, ნატო-ს წევრ სახელმწიფოში, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი სვამს კითხვას - ქართველები, საქართველო ვართ თუ არა ორგანული ნაწილი თავისუფალი ევროპის, ეს კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს და თუ კითხვები ჩნდება, მას დამაჯერებლი და მყარი პასუხი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში სრული ურთიერთგაგებაა ამ საკითხში და ოპოზიცია გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა. "ნატო-სთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ მომავალში, იმიტომ, რომ იქ, სადაც ვართ დღეს, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი, ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ლიდერის, მთავრობების, მინისტრების, პრეზიდენტების ერთობლივი ჯამური ნაღვაწი და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. უნდა მოვახერხეოთ, რომ ის, რაც გაკეთებულია, არ გადავაყოლოთ პოლიტიკურ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ერთ-ერთი მაგალითია ასეთი წარმატებული ეროვნული სტრატეგიული ცხოვრების", - აღნიშნა უსუფაშვილმა..

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
აკაკი მშვიდობაძე - 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია