იენს სტოლტენბერგი - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა გუშინ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

"ეს არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, პირიქით, ეს ცენტრი იქმნება, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო გზა. ჩვენ ყველაფერს ვახორციელებთ წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება