საფრანგეთში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერში უნდა დასრულდეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროცესი საფრანგეთში გაჭიანურებული არ არის.

"რატიფიცირების პროცესის გაწელვა არ მომხდარა, უბრალოდ, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს იკავებს. პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი, რაც არის სენატში კენჭისყრა და ამის შემდეგ დასრულდება. ველოდებით, რომ სექტემბერში იქნება კენჭისყრა და საბოლოოდ დასრულდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და საფრთხე, რომ კენჭი არ ეყაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, არ არის", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია