ოთარ დანელიამ ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტის სია წარუდგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის სია წარუდგინა.

როგორც დანელიამ ჟურნალისტებსა განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული აქვს მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა საელჩოების ხელშეწყობა, ელჩების უშუალო ჩართულობა ამ მიმართულებით.

"ჩვენ ექსპორტის პოტენციალის მატარებელი 21 პრიორიტეტული პროდუქტის სია დავარიგეთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული პოლიტიკა დავიწყოთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამაში ელჩების ხელშეწყობა ძალიან დიდია და ეს ხელშეწყობა კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქტებს, რომელთა გატანას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროპულ ბაზარზე ვარაუდობს, მათ შორისაა თხილი, ქართული ღვინო და ასევე ის პროდუქტები, რომლებიც ამ დრომდე არ მოხვედრილა ევროპულ ბაზარზე, მაგალითად თაფლი, ჩაი და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია