ნატალია საბანაძე - ბელგიის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის დასრულება წლის ბოლომდე მოხდება

ჩვენ ვიცოდით, რომ ბელგია იქნებოდა ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც საქართველო-ევოკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენდა , - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიაში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

"ეს არის აბსოლუტურად ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცესი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რატიფიკაცია არის ძალიან რთული პროცესი. ბელგია არის ქვეყანა, სადაც ძალიან მაღალია თვითმმართველობა, წარმოდგენილია შვიდი რეგიონული პარლამენტი, რომელთაც ასევე აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის კომპეტენცია. შესაბამისად, ერთის მაგივრად შვიდი პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს რატიფიცირება. ექვსმა მათგანმა ეს უკვე განახორციელა. ახლა დღე-დღეზე ველოდებით ბრიუსელს", - განაცხადა ნატალია საბანაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის დასრულება ბელგიის მიერ წლის ბოლომდე მოხდება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრი 24 ქვეყნის პარლამენტის მიერ, ასევე საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მიერ. ამ დროისთვის რატიფიკაცია არ მოუხდენია 4 ქვეყანას. ესენია: საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ბელგია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია