პაატა ზაქარეიშვილი "ამბასადორიალი 2015"-ზე სიტყვით წარსდგა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თბილისში მიმდინარე "ამბასადორიალი 2015"-ზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ახალ ფაქტორებზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პაატა ზაქარეიშვილმა მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის ბანერებისა და მავთულხლართების განთავსება, ამ ქმედებების სავარაუდო მიზანი და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები.

"დღემდე ვახერხებთ პროვოკაციების ლოკალიზაციას, უფრო მასშტაბური შესაძლო დესტაბილიზაციის აღკვეთას და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მინისტრმა ასევე, დეტალურად ისაუბრა გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაზე და განხორციელებულ პროგრამებზე.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში არსებულ განწყობებსა და ორმხრივი შეხვედრების ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე, ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის, ვიზალიბერალიზაციის გამოყენების საჭიროებაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის მოსალოდნელი სარგებელის ხელმისაწვდომობაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ საერთშორისო პარტნიორებთან მუშაობა ამ საკითხებზე მუდმივად ინფორმაციის მიწოდების, მათი ყურადღების და სასურველია ფინანსების ან სხვა ტიპის ჩართულობის მობილიზაციისთვის, ცხადია, არაღიარების ხაზის მკვეთრი ხაზის პარალელურად", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს