გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებთან კონსოლიდირებული მუშაობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებთან საერთაშორისო ფორმატებში კონსოლიდირებული მუშაობის საკითხი განიხილა.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დახურულ შეხვედრაზე მან ისაუბრა იმ დღის წესრიგზე რომელიც საქართველოს დაგეგმილი აქვს.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელიც საქართველოს აქვს, კონცენტრირებაზე მომავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ფორმატებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგით გათვალისწინებული მოვლენები, კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-ს მომავალი სამიტი, საქართველოში ევროკავშირის მისიის გაგრძელება და ა.შ. საუბარი იყო იმაზე, რომ კონსლიდირებულად ვიმუშაოთ არსებული პოლიტიკის ფორმატში, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, რომ ამ ღონისძიებების ეფექტიანობას მივაღწიოთ. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ მომავალი სამიტებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ნატო-ს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, რაც ყველას ერთად გვანაღვლებს,  ეს არის საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და მისი გეოპოლიტიკური როლი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს