„ბანკი რესპუბლიკა“ - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას ქალაქის მასშტაბით. დღეს, 10 სექტემბერს, თბილისში „ბანკ რესპუბლიკის“ რიგით 24-ე სერვისცენტრი გაიხსნა. კოსტავას ქუჩაზე, N24-ში მდებარე ახალი სერვისცენტრი მომხმარებელს კვირაში 6 დღე მოემსახურება და სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აქ კლიენტს საშუალება ექნება, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაცია. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით „ბანკ რესპუბლიკის“ უკვე 41 სერვისცენტრი მოქმედებს.
„ბანკი რესპუბლიკა“, როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური ორგანიზაცია, თანაბარ ძალისხმევას უთმობს როგორც საცალო, ისე მცირე და მიკრობიზნესის სრული სპექტრის საბანკო მომსახურებას. მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებს „ბანკ რესპუბლიკის“ მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა უბანში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ.
რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „ჩვენს კლიენტებს წარმოვუდგენთ ახალ სერვისცენტრს, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. სერვისცენტრისთვის ეს ადგილი სწორედ მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შევარჩიეთ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"