ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორას" ორი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ. ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების თანამშრომლები ნაძალადევის რაიონში, "ნიკორას" ცენტრალურ ოფისთან იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, გაფიცულია ორი საწარმოს სრული შემადგენლობა, დაახლოებით 180 თანამშრომელი.
გაფიცულები ხელფასების მატებასა და ჯარიმების შემსუბუქებას ითხოვენ. თანამშრომლების ინფორმაციით, საწარმოში ერთი წუთით დაგვიანებაზე ჯარიმა 3 ლარია, რაც მათ მდგომარეობას აუარესებს. მათივე ინფორმაციით, დასვენების დღე მხოლოდ შაბათს აქვთ და გეგმის შესრულებამდე მუშაობენ.
საწარმოების თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, საწარმოში მინიმალური ხელფასი 450 ლარია. ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ხელფასი მათ 30%-ით უნდა გაეზარდოთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"