ლევან ლეფსვერიძე - Cannes Lions-ის ბრინჯაოს ლომის მფლობელი AdBlackSea-ზე

ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და თანამფლობელი, AdBlackSea -ის სემინარული პროგრამის ფარგლებში ისაუბრებს ახალგაზრდა კრეატორების მნიშვნელობაზე სარეკლამო ინდუსტრიაში. მისი თემა “Smells Like Team Spirit” ფესტივალის მონაწილეებს მოუთხრობს, რომ თინეიჯერებს შესაძლოა აკლდეთ გამოცდილება, მაგრამ გააჩნიათ უნარი იპოვონ მოკლე გზა სასურველი შედეგის მისაღწევად.

ლევან ლეფსვერიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატიული დირექტორია საქართველოში. ლევანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ კრეატიულ სააგენტოს Leavingstone-ს უთმობს. 5 წლის შრომის შედეგად, ლევანმა თავის პარტნიორებთან ერთად მოახერხა შეექმნა რეგიონში ყველაზე აღიარებულ კრეატიული ციფრული სააგენტო. ლევანის კრეატიული დირექტორობის ქვეშ Leavingstone -მა მოიპოვა 17 ჯილდო საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, მათ შორის ბრინჯაოს ლომი Cannes Lions Festival-ზე, რომლის შედეგადაც Leavingstone პირველი ქართული სააგენტოდ იქცა, რომელმაც შეძლო კანის ფესტივალზე გამარჯვება.

კრეატიული სამუშაოს გარდა, ლევანი აქტიურადაა ჩართული ბიზნეს და მარკეტინგის საკონსულტაციო პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში.

„მთავარია შედეგი და არა ცოდნა იმ გზებისა, რომლებსაც შედეგამდე მიყავხარ. დღეს გარემო უკვე ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ პროფესონალურად გაწერილი სქემით მოქმედება ხშირ შემთხვევაში წამგებიანი ხდება. ამ გადმოსახედით, გონებაგახსნილ ბავშვებს აქვთ დიდი პოტენციალი იყვნენ წარმატებულები, ისე რომ არ დაჭირდეთ აპრობირებული მეთოდების დასწავლა. სწორედ ახალ თაობას გააჩნია უნარი მიაგნოს აქამდე არნახულ მოკლე გზას სასურველ შედეგამდე მისაღწევად“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ლევან ლეფსვერძემ თავის გამოსვლას AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში.

(R)

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში