იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, საგრანტო დაფინანსება სამი მიმართულებით გაიცემა: ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოშორებისა და დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისთვის არტ-თერაპიის სერვისების შეთავაზება.

მათივე ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მსხვერპლის დაცის მექანიზმების შესახებ. საზოგადოების ინფორმირება ამ თემებზე ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობრივი დანაშაულის პრევენციას. დაეხმარება საზოგადოებას შეიტყოს, თუ რა სასჯელია გათვალისწინებული მოძალადის მიმართ და რა დახმარებას სთვაზობს სახელმწიფო დანაშაულის შესაძლო მსხვერპლს. როგორც ცნობილია, სტამბულის კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისთვის, იუსტიციის სამინისტრომ 22 კანონში საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.

ყოფილ პატიმრებსა და რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებს, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია ტატუს მოშორების სერვისს შესთავაზებს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სხეულზე გაკეთებული ნახატები ყოფილ პატიმრებს ხელს უშლის საზოგადოებაში ინტეგრაციაში, უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულები, განიცდიან დისკომფორტს. ამიტომ, ტატუს მოშორების სერვისი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა.

არტ-თერაპიის მიმართულებით საგრანტო კონურსის მიზანი კი დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული მოზარდების დახმარებაა. არასრულწლოვნები 10-12 მონაწილისგან შემდგარ 4 ჯგუფში ჩაერთვებიან, ტრენინგებსა და სემინარებს გაივლიან და მათთვის საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" გაუწევს. ჯამში, გამარჯვებული ორგანიზაციები სერვისებისათვის 45. 000 ლარს მიიღებენ.

საგრანტო კონკურსის შესახებ განაცხადი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 6 ოქტომბერი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში