საუდის არაბეთში ჰაჯის რიტუალის დროს მუსლიმ პილიგრიმთა დაღუპვასთან დაკავშირებით, თბილისში ირანის ისლამური რესბუბლიკის საელჩოში 2015 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამძიმრის წიგნი იყო გახსნილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აკრედიტებულმა ელჩებმა, სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, რელიგიური და კულტურის ცენტრების წარმომადგენლებმა ჩანაწერები გააკეთეს სამძიმრის წიგნში, გამოხატეს მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, მათ აგრეთვე მუსლიმ პილიგრიმთა დაღუპვა მიუსამძიმრეს საქართველოში ირანის ელჩს და თანაგრძნობა გამოუცხადეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, რის შემდეგ შედგა მისი შეხვედრა ირანის ელჩთან, სადაც მხარეებმა მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"