საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფესიული კავშირებიდან აცნობეს, იუბილესთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო "კონტინენტ კრონ პალასში", პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს, საკონცერტო დარბაზ "არტ-ჰოლში", საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.

"2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი "ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" (ITF, ET) წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან, სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.

4 ოქტომბერს კი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, სადაც პროფესიული კავშირის წევრები დაჯილდოვდებიან. 4 ნომინანტს კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭება; 23 ნომინანტი კი კავშირის სახელობის საპატიო სიგელით დაჯილდოვდება. სიტყვით წარსდგებიან როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები", - აცხადებენ პროფესიულ კავშირებში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს