"თბილისობასთან" დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, 16 ოქტომბერს, 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალა ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედანის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე. მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

სამინისტრო აცხადებს, რომ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე და ავლაბრის მოედანზე.

შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს