რიყეზე ჩაისა და თაფლის ფესტივალი იმართება

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, რიყეზე ჩაისა და თაფლის ფესტივალი იმართება, რომლის ორგანიზატორი ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ფესტივალში 15-მდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათი პროდუქცია დღეს რიყეზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დაათვალიერა.

მინისტრმა კოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაისა და თაფლის პროდუქტი დააგემოვნა. ფესტივალზე წარმოდგენილია აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში წარმოებული ჩაის, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტები, კომპანიები ფესტივალის მონაწილეებს სადეგუსტაციოდ თავიანთ პროდუქციას სთავაზობენ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პროდუქტი იქვე შეიძინოს.

ოთარ დანელიამ თბილისობის დღესასწაულზე მეჩაიეობის დარგის განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ჩაისა და მეფუტკრეობის პროდუქციას ექსპორტის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მათ შეიმუშავეს ჩაის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც რეგიონებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა და უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 5 ათას ჰექტრამდე ტერიტორიებია, სადაც ჩაის რეაბილიტაცია მოხდება და ამ თვალსაზრისით, კოოპერატივები წახალისდება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება