ოსკარზე წარდგენილი "9 მთას იქით" ჩვენება ქართულ კინოთეატრებში 12 ნოემბრიდან დაიწყება

12 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმის, "ცხრა მთას იქით" პრემიერა გაიმართება. გადაღებული ნამუშევრის რეჟისორი ლევან თუთბერიძეა. ფილმი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობარ ბიჭთან ერთად, სიყვარულის საძიებლად საქართველოს მთებში მიემგზავრება. მთის ადათ-წესებსა და მითოლოგიაში დაკარგული, მისი ვნება და პსიქო-ნერვული მდგომარეობა "წითელ ზღვარს" სცდება. ხდება სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ცივილიზაციის და მითოლოგიის დაჯახება, სადაც გამარჯვებული არავინ არის...

ფილმის საუნდტრეკების ავტორი ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი "შინია", რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის მუსიკა ითავსებს ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს, ჯაზს, პოლიფონიურ ვოკალებს, ფლამენკოსა და ფიუჟენს.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებს, რომელიც წელს, პირველად, APშA-ს უმნიშვნელოვანესი კინოდაჯილდოვების ნომინანტია,ირანელი რეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის სურათში "პრეზიდენტი" შესრულებული მთავარი როლისთვის. მიშა გომიაშვილი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.

(R)

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში