მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ელექტრონულ მმართველობაზე ტრენინგები ჩაუტარდათ

ელექტრონული მმართველობის დასანერგად, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის ინტენსიური ტრენინგები ჩატარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, პროექტი "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" მუნიციპალიტეტებში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემების დანერგვას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მუნიციპალური სერვისებით შეუფერხებელ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 30 თანამშრომელს ჩაუტარდა ორკვირიანი ტრენინგი მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში (მმს), რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა შეფერხებების გარეშე, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლონ ისეთი მუნიციპალური მომსახურებებით, როგორიცაა ფულადი სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვები, ქონების პრივატიზაცია, მიწის ლეგალიზაცია.

მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა გამგეობის და საკრებულოს 40 თანამშრომლის ორკვირიანი სწავლების პროცესი საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში, ხოლო ჩხოროწყუს 20 თანამშრომელს ჩაუტარდა ინტენსიური ერთკვირიანი ტრენინგი დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში. ტრენინგების ადგილზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მათი ტრენერები.

პროექტში "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" მონაწილეობას იღებს 9 საპილოტე მუნიციპალიტეტი, ესენია: ქარელი, ხაშური, ახმეტა, ყვარელი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, მცხეთა და ქალაქი გორი. პროექტის დასანერგად ცხრავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ საქმისწარმოებაში და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში. ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ საქმისწარმოებაში წარმატებით დასრულდა ახმეტის, ხობის, ყვარელის, ხაშურის, ჩხოროწყუს და ქარელის მუნიციპალიტეტებში. საბოლოო ჯამში, ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტში გადამზადდა 500-მდე თანამშრომელი. პროექტი "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" 2016 წლის მაისში დასრულდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში