სასჯელაღსრულების სამინისტროში ევროპის საბჭოს კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას ევროპის საბჭოს კონსულტანტთა ჯგუფი აფასებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აღნიშნულ ჯგუფთან, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი იორგ პონტი ხელმძღვანელობს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად უპასუხეს ევროპის საბჭოს კონსულტანტთა შეკითხვებს.

თამარ ხულორდავამ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ვიზიტი და ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოს მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება, რომ მყარი ნაბიჯებით წავიდეთ წინ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივაღწიოთ" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ციხის ჯანდაცვის სფეროში ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ვენის უნივერსიტეტის დოქტორმა იორგ პონტმა პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებულ ცვლილებებს კიდევ ერთხელ უწოდა შთამბეჭდავი და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში" ფარგლებში ჩატარდა, რომლის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში