ბანკი "რესპუბლიკა" საგანვადებო სესხებზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს

ბანკი "რესპუბლიკა" პირველად ქართულ საბანკო სივრცეში საგანვადებო სესხებზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესტუმრა და პირველი ელექტრონული ხელმოწერა განახორციელა.

როგორც ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ რამაზ კუკულაძემ განაცხადა, აღნიშნული სიახლით ბანკი დაზოგავს კლიენტების დროს, ხელს შეუწყობს საბანკო სივრცეში პროცესების ოპტიმიზაციას და როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტი, გააძლიერებს გარემოზე ზრუნვას.

"ბანკი "რესპუბლიკა" აგრძელებს ზრუნვას, როგორც თავის მომხმარებელზე, ისევე გარემოზე. დღეს ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული ხელმოწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი მომხმარებელი შევძლებთ, რომ კალამი და ფურცელი ელექტრონული კალმით ჩავანაცვლოთ და ბუნებრივია, ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენს გარემოს, ასევე დაზოგავს დროს. ჩვენ ვართ პირველი ბანკი, რომელმაც ეს ტექნოლოგია საგანვადებო სესხებზე დანერგა. ჩვენ მომხმარებელს შეეძლება, ამით ისარგებლოს ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში, ასევე ჩვენს ფილიალებში სალაროს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისას", - განაცხადა კუკულაძემ.

როგორც ბანკ "რესპუბლიკაში" აცხადებენ, ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ქართულ საბანკო სეტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ქაღალდის ოპერაციების გაუქმება, არამედ ეს მთლიანად ბიზნესპროცესს ამარტივებს.

ქადაგიძის თქმით, აღნიშნულ სიახლეს 3 ძირითადი უპირატესობა გააჩნია.

"პირველი - არის ის, რომ ახალი ბიზნესპროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რაც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მომსახურების საკომისიოების შემცირებაში აისახება. მეორე - გახლავთ ის, რომ იმ რეგიონებში, სადაც მცირე მოსახლეობის გამო საბანკო ფილიალები არ არის, შესაძლებელია, საბანკო სერვისების მიწოდება ფილიალის გარეშე, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას საბანკო სერვისებზე ფილიალებში და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობდნენ, შეეძლებათ საბანკო სერვისების მიღება. ბოლოს ეს ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს კლიენტისთვის მომსახურების დროს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მათთვის კომფორტის შესაქმნელად", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ახალი ბიზნესპროცესი და ინიციატივა არის მნიშვნელოვანი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკ "რესპუბლიკას" ამ პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ "ამ სიახლის წარმატებული პრეზენტაციით ბანკი ერთი ნაბიჯით წინ წავიდა".

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში