შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია ,,შალვა ქიქოძე 120" გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა ასწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება. გამოფენილ ნამუშევართა უმეტეს ნაწილს ქართული საზოგადოება პირველად იხილავს.

შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობაც მოიცავს არა მარტო მის მხატვრობას, არამედ მის წერილებს თანადროულ ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და ზოგადად ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ამონარიდებს მისი მიმოწერიდან იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება შალვა ქიქოძის წიგნი-ალბომის "შალვა ქიქოძე 120" პრეზენტაცია, მონოგრაფიის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ირინე აბესაძე. გამოფენის კურატორები: მაია ციციშვილი, ირინე აბესაძე, ნინო ჭოღოშვილი.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისათვის.

გამოფენა 2016 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია