საპარტნიორო ფონდს დღეს RIXOS-ის ვიცე პრეზიდენტი ეწვია. ელრკან ილდირიმი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პროექტებს კურირებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, RIXOS-ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად.
RIXOS BORJOM-ი საქართველოში, თბილისისა და ბათუმის შემდეგ რეგიონში რიგით მეორე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ დოლარამდეა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"