დღეის მდგომარეობით, ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 245 შემთხვევა ფიქსირდება

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 245 შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყნის მასშატაბით არსებულ ეპიდსიტუაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში გრიპის გავრცელების ინტენსივობა 100 000 მოსახლეზე 357-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 255 შემთხვევა, მათ შორის, 245 H1N1-ით, ხოლო 10 H3N2-ით არის გამოწვეული.

ლეტალურად დასრულდა 8 შემთხვევა. ამირან გამყრელიძე ყველა მათგანს თანმდევ დაავადებასა და ექიმთან დაგვიანებით მისვლას უკავშირებს.

"გუშინ შეჯამდა იანვრის მეოთხე კვირის მონაცემები. მესამე კვირასთან შედარებით, გრიპით ავადობის ზრდის ტენდენციის შემცირება გვაქვს. თუ მეორე კვირიდან მესამე კვირაში 100 000 მოსახლეზე გვქონდა ნახტომისებური ზრდა, 90 ერთეულით, 248-დან 332-მდე, მეოთხე კვირაში 332-დან მხოლოდ 25 ერთეულით, 357-მდე გაიზარდა. ზრდის ტენდენცია შემცირებულია, იგივე ტენდენცია გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვას ურჩევს.

ცენტრის ხელმძღვანელმა დღესვე ჟურნალისტებს სხვა ქვეყნების სიტუაციური კონტროლის ანალიზი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოსთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად უარესია.

"ამ მხრივ, რეგიონში შეიძლება ვთქვათ, რომ დამშვიდებულად გამოვიყურებით, თუმცა გრიპის სეზონი გრძელდება, თებერვლის პირველ კვირაშიც, ალბათ ზომიერი მატება გვექნება მაგრამ ვფიქრობთ, არ გადავაჭარბებთ ეპიდემიურ ზღურბლს", - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: 623 000-ზე მეტი გამოძახება და 151 000-ზე მეტი ჰოსპიტალიზაცია - სასწრაფო დახმარების ცენტრის 1-წლიანი მუშაობა

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი