1 თებერვლიდან კომპანია IBS-ი BDO საქართველოსთან გაერთიანდა

1 თებერვლიდან ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია IBS-ი BDO საქართველოსთან გაერთიანდა და “BDO სოლუშენსის“ სახელით განაგრძობს საქმიანობას. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს, რომლის მიზანია ბაზარზე კომპანიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, გლობალური ბრენდის უმთავრესი პრინციპების გაზიარება და გამორჩეული მომსახურების შეთავაზება.

“BDO სოლუშენსი“, ყოფილი IBS-ი, 2004 წლიდან მოღვაწეობს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. იგი ფირმა 1С-ის პირველი და ყველაზე დიდი პარტნიორია საქართველოში, აქვს ექსკლუზიური უფლება 1C-ის პლატფორმის გაქართულებაზე და ფლობს 1C-ის პრესტიჟული სერტიფიკატების უპრეცედენტო რაოდენობას საქართველოს ბაზრისთვის. „BDO სოლუშენსის“ მიერ შემუშავებული ERP გადაწყვეტილებები და სპეციალიზებული პროგრამული პროდუქტები წარმატებით არის დანერგილი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია წარმოდგენილია 70 თანამშრომლით, რომელთა უდიდესი უმრავლესობა პროფესიული კადრია.

„მოხარული ვართ, რომ გავხდით BDO-ს ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ბიზნესის ეფექტურად მართვასა და სასურველი შედეგების მიღწევაში, ვფიქრობთ, ყველა ამ კომპანიისთვის გაცილებით მაღალეფექტიანი და მიმზიდველი იქნება „BDO სოლუშენსთან“ თანამშრომლობა, რომელიც იხელმძღვანელებს როგორც ადგილობრივი გამოცდილებით, ისე გლობალური ბრენდის ფასეულობებითა და სტანდარტებით“, აცხადებს „BDO სოლუშენსის“ მმართველი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.

BDO-სთან ინტეგრაციის პარალელურად, ფართოვდება „BDO სოლუშენსის“ პროდუქტების პორტფელი. 1С-ის ბაზაზე შემუშავებულ პროდუქტებთან ერთად, კომპანია SAP-ის დანერგვასა და ERP მიმართულებაში ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას იწყებს.

ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში: „2004 წელს BDO-ს პარტნიორების ჯგუფმა დავაფუძნეთ ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IBS-ი, რომელიც წლების განმავლობაში ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებდა. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ დააგროვა მდიდარი გამოცდილება, განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი და განვითარების მიმდინარე ეტაპზე ბუნებრივად გაჩნდა მისი საქმიანობისთვის გაცილებით ფართო მასშტაბების შეძენის საჭიროება. იმის გათვალისწინებით, რომ BDO მუდმივად აფართოებს ბიზნესს ახალ-ახალი სერვისებით და გლობალურ ქსელს აქვს გამოცდილება ყველა იმ მომსახურებასთან ერთად, რომელსაც იგი სთავაზობს თავის კლიენტებს, შესთავაზოს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფა, მივიღეთ გადაწყვეტილება IBS-ის BDO საქართველოსთან გაერთიანების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ეს არის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაცილებით გაამყაროს მისი პოზიციები ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, „BDO სოლუშენსი“ განაგრძობს წარმატებულ საქმიანობას და ღირსეულ ადგილს დაიკავებს BDO-ს მიერ შეთავაზებული სხვა სერვისების გვერდით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უკვე მეორე ახალი მიმართულებაა ჩვენთვის „BDO აკადემიასთან“ ერთად, რომელიც 2016 წლიდან დავიწყეთ და ამ გაფართოების შედეგად, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფი, რომელიც სთავაზობს სერვისების ფართო სპექტრს, აერთიანებს 11 პარტნიორსა და 200-მდე პროფესიულ კადრს“.

BDO საქართველოს შესახებ

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO ლიდერ, მე-4 პოზიციას იკავებს წამყვან აუდიტორულ კომპანიებს შორის. 2015 წელს BDO-მ საქართველოში მოღვაწეობის 15 წლის იუბილე აღნიშნა.

11 პარტნიორით, 200-მდე პროფესიული თანამშრომლითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, BDO კლიენტებს სთავაზობს მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, აუთსორსინგის, ბიზნეს-საკონსულტაციო, იურიდიული, ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფისა და სასერტიფიკაციო ტრენინგ-პროგრამების მიმართულებით.

BDO-ს საქართველოს ოფისი BDO International-ის ქსელის წევრია, სადაც 65,000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი 154 ქვეყნის 1,408 ოფისში კლიენტებს უწევს გამორჩეულ მომსახურებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება