სახელმწიფო თუ ჩათვლის, რომ მე ვარ სახელმწიფო რესურსი რომელიმე სფეროში, დიდი სიხარულით მივიღებ ასეთ პასუხისმგებლობას და პატივს, - ამის შესახებ ჟურნალისტებსადამიანის უფლეთა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, კონკურსი გამჭვირვალეა და ეს უპრეცედნტო შემთხვევაა.
"თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენ აქ ხართ, მიუთითებს იმ მაღალ ხარისხზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსი. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მიმაჩნია, რომ თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ მე ვარ რესურსი რომელიმე სფეროში, დიდი სიხარულით მივიღებ ასეთ პატივს და პასუხისმგებლობას", - განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. კომისიამ დღეს უკვე მოუსმინა 5 კანდიდატს, დანარჩენი კანდიდატების მოსმენა კი დღესვე, 19:00 საათიდან გაგრძელდება. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. ასამბლეაზე კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება.
მოსამართლეობის მსურველები არიან ირაკლი ადეიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, კონსტანტინე კორკელია, ნიკოლოზ ლეგაშვილი, ნონა მჭედლიძე, გიორგი პაპუაშვილი, მაკა სტივენსონი და ლუიზა ხითარიშვილი.