აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელი სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა

აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. სტუმართან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი იმყოფებოდა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ შერილ ლაიონს ცენტრის ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა სერჟანტმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

"ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრობა გვქონდა სერჟანტთა მომზადების ცენტრში. დღეს მიღებული ინფორმაცია გერმანიაში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამომადგება, რომ ურთიერთთავსებადობის ამაღლების მხრივ, აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის უფრო ეფექტური გეგმა შევიმუშავოთ. პოლიგონზე ყოფნის დროს შესაძლებლობა მომეცა პირადად გავცნობოდი სამხედრო ინფრასტრუქტურას და ქართული არმიის შესაძლებლობებს. საქართველოში ვიზიტი საშუალებას მოგვცემს ეფექტური ტაქტიკა და პროცედურები შევიმუშავოთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია," – განაცხადა შერილ ლაიონმა.

დღის ბოლოს, შერილ ლაიონი მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე OCC-ის ბატალიონის წვრთნას დაესწრო.

InterPressNews.Ge

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს