18 მარტიდან ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ზუმერში Samsung Galaxy S7 Edge | S7-ის გაყიდვა დაიწყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ზუმერი ერთგულ მომხმარებელს Samsung Galaxy S7 Edge | S7-ის სმარტფონებზე აქციასაც სთავაზობს. ყველა მომხმარებელი, რომელიც ზუმერის მაღაზიათა ქსელში Samsung-ის უახლეს სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად Samsung Galaxy S7 Edge | S7-ის ორიგინალ მულტი ფუნქციურ ქეისს მიიღებს.
აქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ზუმერის ყველა ფილიალში. ზუმერის ქსელში ასევე წარმოდგენილია სამსუნგის პლანშეტები, სმარტ საათები და ტელევიზორები.
სამსუნგის წარმატებული ისტორია 1938 წლიდან იწყება. დღესდღეობით სამსუნგი წარმოადგენს ინოვაციურ ლიდერს როგორც ციფრული ტექნოლოგიების, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის დარგში.
კომპანია Zoommer-ი სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი 2015 წლის სექტემბერში გახდა. ზუმერი მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის საცალო გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელია ბაზარზე და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"