პროექტ „ხმოვანი წიგნების“ პრეზენტაცია ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, „საბას“ ახალი პროექტის - „ხმოვანი წიგნების“ პრეზენტაცია ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბანკიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რამდენიმე ასეული ხმოვანი წიგნით.

„საბას“ ხმოვანი წიგნები სრულად იქნება ადაპტირებული უსინათლო ადამიანებზე, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ მათ.

ამასთან, ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტადარტების მიხედვით შექმნილი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader.

პრეზენტაციაზე მოხდება „საბას“ პირველი ხმოვანი წიგნის ჩაწერა - ღონისძიების სტუმარი თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსების ანთოლოგია, რომელსაც ისინი ადგილზე ჩაწერენ.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

InterPressNews.Ge

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში