აშშ-ს ელჩთან დაკავშირებული პოსტის გამო დაკავებული სულხან წულაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

”თბილისის ფორუმის” ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ინტერნეტსივრცეში პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება.

პეტიციის ავტორები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ, გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახით წულაძისთვის გამოყენებული პატიმრობა.

”სულხან წულაძემ, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც იუზერი "სპლიყვი", 2016 წლის 11 აპრილს თბილისის Forum.ge-ზე გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა და მეტი დამაჯერობლობისთვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა.

მომხდარზე სამართალდამცველებმა რეაგირება მოახდინეს და სულხან წულაძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სულხან წულაძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის თქმით არსებობს საფრთხე, რომ სულხან წულაძე მტკიცებულებებს გაანადგურებს, რაც თავის მხრივ თბილისის ფორუმზე გახსნილ თემას გულისხმობს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების ფორმა და სულხან წულაძის მიმართ არ იყოს გამოყენებული პატიმრობა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სულხან წულაძის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა ვთვლით, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება მის მიმართ არ შეესაბამება მისი ქმედების სიმძიმეს”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლითაც სულხან წულაძის ახლობლები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

იხილეთ პეტიცია

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება