გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის X კვარტლის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), შურდულის შესახვევის, კუმისის, ანთელავას, თოიძის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, 26 მაისის, გიორგი კვინიკაძის, ტოვსტონოგოვის, კიტა აბაშიძის, ჯანსუღ კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბუშის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ქვის სახლის და გეზათის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"