ქართველ რეჟისორ გურამ გაბესკირიას ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა

ცნობილ ქართველ რეჟისორს, გურამ გაბესკირიას დღეს კულტურის სამინისტროში სპეციალურ ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გურამ გაბესკირიას, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჯილდოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გადასცემს. დაჯილდოების ცერემონიას კინოს სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

გურამ გაბესკირიას პირველი ნამუშევარი მისივე სცენარით გადაღებული, სამნაწილიანი სადიპლომო მხატვრული ფილმია - „პირველი გზა“, რომელიც რეჟისორმა 1971 წელს გადაიღო. გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად გურამ გაბესკირია არის რეჟისორი ფილმისა „დათა თუთაშხია“. მის შემოქმედებას ასევე ეკუთვნის ფილმები: „ვასილ კიკვაძე“ და „ზღვის მაშვრალნი“.

გურამ გაბესკირიას მინიჭებული აქვს მხატვრული ფილმების რეჟისორის უმაღლესი კატეგორიის კვალიფიკაცია, იყო - „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანების და ასევე - კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელი. დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

რეჟისორს მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გურამ გაბესკირია 1979 წლიდან იყო საკავშირო კინემატოგრაფისტთა გაერთიანების, ხოლო 1991 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე