პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი გაიმართა

თბილისისა და რეგიონების მოსამართლეების თანაშემწეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის ”კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, ტრენინგს ინსპექტორის აპარატის ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე და სააპალაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი უძღვებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ორდღიან ტრენინგზე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო რეგულაციები და მონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, საჯარო ინფორმაციის გაცემის და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები, თვალსაჩინოებისათვის მოიყვანეს ინსპექტორის აპარატის პრაქტიკაში არსებული კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები განიხილეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ვიდეოთვალთვალის, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.

”პერსონალური მონაცემების დაცვა ყველა ორგანიზაციის ვალდებულებაა, ჩვენი ტრენინგების მიზანი იყო, სასამართლოს მოხელეებისთვის განგვემარტა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნები და პასუხები გაგვეცა იმ შეკითხვებისთვის, რომლებიც მათ პრაქტიკიდან გამომდინარე აქვთ“, - აღნიშნა ნატა მიქელაძემ.

ტრენინგი 2016 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

InterPressNews.Ge

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია