საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, 26 მარტიდან 9 მაისის ჩათვლით, ფესტივალი „თბილისი - 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოები“ იმართება. ფესტივალში ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ.
27 აპრილს, 19:00 საათზე “თიბისი ბანკის” არტ-გალერეაში რიგით მეოთხე კონცერტი „ბეთჰოვენიდან ქსენაკისამდე” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი ბერიაშვილი, ირინა შერაზადიშვილი, ნიკოლოზ ტოროშელიძე, მაია სიგუა და ქეთევან ჭიტაძე მიიღებენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე მუსიკის ექსპერტ-შემსრულებლებს და გამოჩენილ კომპოზიტორებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „თანამედროვე მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ანსამბლები, როგორიცაა ფრაიბურგის ანსამბლი „Recherche“, პარიზის ანსამბლი „Court-Circuit“, ისრაელის ანსამბლები „Contemporary Music Players“ და „Meitar“; კომპოზიტორები: იზაბელ მუნდრი (გერმანია), ფილიპ იურელი (საფრანგეთი), ჰანს ტუჩკუ (გერმანია), დან იუხასი (ისრაელი), საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის წევრი ფრანსუა-ბერნარ მაში (საფრანგეთი), ისრაელში მოღვაწე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; შემსრულებლები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"