ჩიორა თაქთაქიშვილი - დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ გამოკითხვას პარლამენტში დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ეხმიანება.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დამატებითი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ქვეყანა ბოლო პერიოდში არასწორად ვითარდება.

,,ამ კვლევიდან ყველაზე მთავარი დასკვნა არის ის, რასაც დამატებითი კვლევა არ სჭირდება, რადგან საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ იმას, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში საუბარი არის გაუგონარ სიღარიბეზე, ფასების ინფლაციაზე, გაზრდილ გადასახადებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ქართული ოცნების“ მეოთხე ე.წ. საუკთესო წელს არის ყველაზე გაუარესებული მდგომარეობა . ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2016 წელს არჩევნებით, როდესაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურ პრობლემებზე იმუშავებს და არ მოემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, რუსეთთან არსებული სიტუაციის გარდა, უმუშევრობის მაღალი დონე, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მზარდი კრიმინალი - ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ქართველებში ზრდის პესიმისტურ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

”გამოკითხულთა 70 %-ის თანახმად, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად”, - ნათქვამია კვლევაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია