ირაკლი ჩიქოვანი - IRI-ის კვლევები ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს

,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, IRI -ის კვლევები ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს. როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას ინარჩუნებს, ,,თავისუფალი დემოკრატებია“.

,,კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა, არის სავსებით ადეკვატური იმ ტენდენციებისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ინარჩუნებს პოპულარობის ზრდას და მხარადჭერას, ,,თავისუფალი დემოკრატებია“. საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. ისინი უკმაყოფილოები არიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკით, ასევე, იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს ეს მთავრობა“, - განაცხადა ირაკლი ჩქოვანმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, რუსეთთან არსებული სიტუაციის გარდა, უმუშევრობის მაღალი დონე, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მზარდი კრიმინალი - ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ქართველებში ზრდის პესიმისტურ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

”გამოკითხულთა 70 %-ის თანახმად, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად”, - ნათქვამია კვლევაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს