გია ხუხაშვილი - IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ”ქართულ ოცნებასაც” და ”ნაციონალურ მოძრაობასაც” უარს ეუბნება

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს ეუბნება ორივე პარტიას - როგორც ”ქართულ ოცნებას”, ისე ”ნაციონალურ მოძრაობას.

როგორც ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ტენდენციები, რომლებიც კვლევამ აჩვენა, გასათვალისწინებელია.

”პროცენტებზე არ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ტენდენციები გასათვალისწინებელია. ხელისუფლება რატომღაც მუდმივად აკეთებს აქცენტს ამ სხვაობაზე, მაგრამ პრობლემა ციფრებს შორის სხვაობაში კი არ არის, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” ჯამური რეიტინგი არის არალეგიტიმური, სუსტი ლეგიტიმაციის. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს ეუბნება ორივე პარტიას ანუ ის ამბობს, რომ მე მყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია. მათ ორის ერთი პროცენტია სხვაობა თუ ათი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ისინი არიან უმცირესობაში და შესაბამისად, ხელისუფლების მთავარი პრობლემა ”ნაციონალური მოძრაობა” კი არ არის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც სრულ აპათიაში არიან. ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, თუ რამდენი პროცენტით უსწრებს ”ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზეც, რომ მათ მიმართ იმედგაცრუებამ უკვე კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და ”არ უნდა უყურონ ცხოვრებას მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” პრიზმაში”.

”სამყარო ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ამ ორი პარტიის ურთიერთობა. ენდობიან თუ არა კვლევებს, ეს მათი ნებაა, მაგრამ კვლევის შედეგები პროცენტებით არ იზომება, ეს იზომება ტენდენციებით, ხოლო ტენდენციები რომ ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობის 55 % ორივეს უარს ეუბნება. ისინი ჩამოყალიბდნენ გარკვეულ სიმბიოზად, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ გარდა ქვეყანაში აღარავინ არსებობს და სამყაროს ხერხემალი არიან. სინამდვილეში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი დღეს არა ”ნაციონალური მოძრაობა”, არამედ ის 55-60%-ია, რომელიც ხელისუფლებას უარს ეუბნება”, - აღნიშნა ექსპერტმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.

ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - „სოციალ დემოკრატებს“, 3% - „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში