6-7 მაისს სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი ჩატარდება

6-7 მაისს, ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურ მეოთხე სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე 2016“ ჩატარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, ფესტივალს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებენ.

კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია, რესპუბლიკის მასშტაბით საუნივერსიტეტო სივრცეში მოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივების შემოქმედების გაცნობა და უმაღლესი სკოლის სახელოვნებო მიმართულებით ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის სპეციალობების პოპულარიზაცია.

ფესტივალი უკვე მეორე წელია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

ფორუმ-ფესტივალის პროგრამა მოიცავს სტუდენტთა ქორეოგრაფიული ცხოვრების ამსახველ რამდენიმე ღონისძიებას: თემატურ ფოტოგამოფენა-პრეზენტაციას, სამეცნიერო კონფერენციას, ვორქშოპს და ა.შ.

კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფესტივალის გალა-კონცერტს, რომელიც ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში და მასში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა”, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი “უნივერსიტეტი”, სამედიცინო უნივერსიტეტის სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვის სტუდია “ვეგა”, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “სეუ”, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ტბეთი” და თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი.

ფორუმ-ფესტივალის ფარგლებში 6 მაისს თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 12:00 საათზე გაიმართება გამოფენა-პრეზენტაცია, 13:00 საათზე სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 17:00 საათზე ვორქშოპი, 7 მაისს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 19:00 საათზე კონცერტი გაიმართება.

InterPressNews.Ge

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას