საგარეჯოს სოფლები დაისეტყვა

საგარეჯოს სოფლები დაისეტყვა

უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, სეტყვა საკმაოდ ინტენსიური იყო. დაისეტყვა ქალაქი საგარეჯო, სოფლები ჩაილური და კაკაბეთი, ასევე სოფელ ბუღდიანში საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო საჭირო გახდა სახანძრო სამაშველო სამსახურის გამოძახება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილ ადგილებზე სხვადასხვა ნათესები მინიმუმ 50%-ით არის დაზიანებული. "დასეტყვილი ადგილები დაზიანებულია მინიმუმ 50 პროცენტით. მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ვიმსჯელებთ რისი გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა გზირიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება