სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე 25 მაისს ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 25 მაისს ბიზნესმენებთან რიგით მეორე შეხვედრას გამართავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრაზე დასწრების მსურველები არაუგვიანეს 23 მაისისა, უნდა დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე - 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge.

”შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები’, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.

”ივნისის პირველ რიცხვებში გაიმართება მესამე შეხვედრა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან, ხოლო ივნისის ბოლოს, კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან შედგება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მეოთხე შეხვედრა. ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას